Thursday, April 19, 2012

საიტები

ინფორმაციის ნახვა შეგვიძლია ბმულზე გადასვლით

პერსონალური კომპიუტერის შეძენა

როგორ შევიძინოთ პერსონალური კომპიუტერი . ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე

თანამედროვე სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის შემადგენლობა

თანამედროვე სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის შემადგენლობა: მონიტორი დედაპლატა მიკროპროცესორი (CPU) ოპერატიული მეხსიერება (RAM) გაფართოების დაფა დენის წყარო ოპტიკური დისკის ძრავი მყარი დისკი (HDD) კომპიუტერის კლავიატურა თაგუნა პერსონალური კომპიუტერი (PC) — მიკროკომპიუტერი, რომლის ფასი, ზომა და შესაძლებელობები მიესადაგება ინდივიდუალურ გამოყენებას. ტერმინს პოპულარიზაცია გაუკეთა ეპლ კომპიუტერმა მოდელით ეპლ II 1970-იან წლების ბოლოს, შემდეგ კი IBM-მა საკუთარი მოდელით, ზომისა და მობილურობის მიხედვით "პერსონალური კომპიუტერით" შეცვალა. ზომისა და პორტატულობის მიხედვით, პერსონალური კომპიუტერები იყოფა შემდეგ ტიპებად: სამაგიდო კომპიუტერი; პორტატული კომპიუტერი; ლეპტოპი, იგივე ნოუტბუკი; პლანშეტური კომპიუტერი; ე.წ. პირადი ციფრული ასისტენტი, რომელშიც ერთიანდება: ჯიბის კომპიუტერი; სხეულზე სატარებელი კომპიუტერი; მობილური ტელეფონი.
კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.
თაგუნა კომპიუტერთან მუშაობის დროს ეკრანზე გამოისახება მოციმციმე ვერტიკალური ხარ-კურსორი. კურსორი ეკრანზე გვიჩვენებს სიმბოლოს შეტანის ადგილს. მომხმარებელს შეუძლია გადაადგილოს კურსორი სასურველი მიმართულებით კლავიატურაზე არსებული ისრების აღმნიშვნელი ღილაკების მეშვეობით. კურსორის გამოყენება, განსაკუთრებით გრაფიკულ ინფორმაციასთან მუშაობისას მოუხერხებელია. კურსორის ნაცვლად გამოიყენება მანიპულატორი. ფართო გავრცელება პოვა მანიპულატორებმა სახელწოდებით „თაგვი“ (Mouse) და „ტრეკბოლი“. ტრეკბოლი ნაკლებადაა გავრცელებული. თაგვი წარმოადგენს პლასმასის პატარა კოლოფს. თაგვის მდებარეობა ეკრანზე პატარა ისრითაა აღნიშნული. ისრის გადასაადგილებლად საკმარისია გადავაადგილოთ თაგვი სიბრტყეზე. თაგვს ორი ღილაკი აქვს (ემატება მულტიმედია თაგვების ღილაკები). ღილაკებზე თითის დაჭერით კომპიუტერს მიეცემა ბრძანებები. თაგვი მანქანას უერთდება კაბელით, COM1 გამთიშველით ან COM2 შეტანა — გამოტანის ადაპტერით (COM თაგვები უკვე მოძველდა, ახლა უკვე ხმარებაშია ლაზერული და ოპტიკური თაგვები).